„მშვიდობის ხიდის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, 5-დან 19 ივლისამდე ხიდზე გადაადგილება შეიზღუდება.
„პროექტის ფარგლებში, 200 მეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ხიდის დაზიანებული უბნების აღდგენა-გაძლიერება ხდება. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება ხიდის საკიდებს და მთავარი მალის სავალ ნაწილზე არსებულ დეფორმირებულ კიბეებს.
აღსანიშნავია, რომ ხიდის რეაბილიტაციის პროცესი უცხოელი სპეციალისტების აქტიური ჩართულობითა და ზედამხედველობით ხორციელდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.