გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, 30 წლის მამაკაცმა ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა. მათივე განმარტებით, სავარაუდო დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ არაერთხელ იყო მოთავსებული.