პარლამენტში თავდაცვის კოდექსის განხილვა ცხარე კამათისა და დაპირისპირების ფონზე დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. როგორც გირჩის დეპუტატები ამტკიცებენ კომიტეტზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სანდრო რაქვიაშვილს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა. სწორედ ამიტომ პარტია „გირჩი“ საკითხის განხილვისთვის ეთიკის საბჭოს მიმართავს.