მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვს. დიპლომატები უკრაინაში საქართველოს ელჩს უკვე შეხვდნენ. მათი დავალებაა - ელჩი კონსულტაციების გასავლელად თბილისში დაბრუნდეს და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს. აღნიშნული გადაწყვეტულება ზელენსკიმ მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა გამოჩნდა.
ოპოზიციის განმარტებით, უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობის გაფუჭების დრო არ არის. მმართველ პარტიაში კი განმარტავენ, რომ უკრაინის ხელისუფლების პოზიცია მათთვის შეურაცხმყოფელია.