საქართველოს ახალგაზრდული მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იტალიას დაუპირისპირდა და ბონუს ქულით 30:17 დაამარცხა.
"უმცროსი ბორჯღალოსნები" მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, რაც საბოლოოდ ჩვენს გამარჯვებაში აისახა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა მორაგბეებმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი საუკეთესო შედეგი უკვე დააფიქსირეს, ჯგუფიდან გასვლის ამბავი კი მათი კონკურენტების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენს გუნდს მინიმუმ მე-5-8 ადგილებისთვის თამაში გარანტირებული აქვს, აქამდე საუკეთესო შედეგი კი მე-9 ადგილი იყო, რომელიც 2018 წლით თარიღდება.
შეგახსენებთ, რომ "უმცროსი ბორჯღალოსნები" ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სამხრეთ აფრიკასთან 23:33 დამარცხდნენ, მეორე ტურში კი ჩვენმა მორაგბეებმა არგენტინას 20:0 სძლიეს.
2023 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისტელენბოში. „დენი ქრეივენ სთედიუმი“იტალია – საქართველო 17:30საქართველოხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე (ლელო), 14. ლუკა ხორბალაძე (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი შველიძე (ბრივი), 11. შალვა აფციაური (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. დავით ხუროშვილი (ლელო);
შერკინება: 1. გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი), 2. ბასა ხონელიძე (ორიაკი), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 5. გიორგი ნიკოლაძე (აია), 6. რატი ზაზაძე (ნევერი), 7. ლაშა ციხისთავი (ბეიონი, კაპ.), 8. ნიკა ლომიძე (ხარები);
მარქაფა: 16. თამაზ ჭამიაშვილი (ხარები), 17. ლაშა ფხაკაძე (ნევერი), 18. ბადრი ციხისთავი (ბეიონი), 19. გიორგი გერგედავა (კლერმონი), 20. თორნიკე ღანიაშვილი (ლელო); 21. ალექსანდრე ჯიღაური (ლელო), 22. ნიკოლას რაგოევი (ნევერი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).
მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია
წყარო: Sportall.ge