პარიზში მაღალი მოდის კვირეული დაიწყო, რომელიც Schiaparelli მოდის სახლის ახალი კოლექციის ჩვენებით გაიხსნა. კარდი ბი, ნიკი ჰილტონი, ანა დელო რუსო სტუმრები იყვნენ შოუს პირველ რიგებში.
Schiaparelli-ს კრეატიულმა დირექტორმა დანიელ როზბერიმ ბევრი რამ აიღო ბრენდის დნმ-დან და შთაგონებული იყო აფრიკული ხელოვნებით, ასევე იმ მხატვრების ნამუშევრებით, რომლებიც ოდესღაც მუშაობდნენ ან შეეძლოთ ემუშავათ მოდის სახლის დამფუძნებელ ელზა სკიაპარელთან,. სამკაულების საფუძველი იყო სურო, რომელიც ელზამ ისესხა სანდრო ბოტიჩელის 1938 წლის ნახატებიდან.
ამასობაში საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში გრძელდება საპროტესტო აქციები და არეულობები პოლიციის თანამშრომლის მიერ 17 წლის ფრანგულ-ალჟირელი მოზარდის მკვლელობის გამო. ამ მოვლენების სოლიდარობის მიზნით და უსაფრთხოების მიზნით, მოდის სახლმა Celine, რომელსაც წარმოადგენს კრეატიული დირექტორი ჰედი სლიმანი, გადაწყვიტა გაეუქმებინა მამაკაცის ტანსაცმლის ჩვენება, რომელიც დაგეგმილი იყო 2 ივლისს.