ახალ მოსკოვში, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორი დრონი მწყობრიდან გამოიყვანეს, კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი კი კალუგის ოლქში ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„წინასწარი მონაცემებით, სამი დრონი მოსკოვის მიმართულებით სხვადასხვა დროს მიემართებოდა. რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ორი მათგანი ჩაახშეს ახალ მოსკოვში, ერთი - კალუგას ოლქში", - განაცხადა წყარომ მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე მოწმდება ინფორმაცია მოსკოვის ოლქში, კუბინკას ტერიტორიაზე ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ.