უკრაინის პრეზიდენტის დავალებით, საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთხოვს.
ვოლოდიმიტ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხაილო სააკაშვილი საჭირო მკურნალობისა და მოვლისთვის უკრაინას გადასცეს. მისი განმარტებით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქეს.
ზელენსკის ამ განცხადებას გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ჩვენთვის შეურაცხმყოფელია, თუმცა ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინასთან, რადგან ის ომის მდგომარეობაშია.