"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა. უმრავლესობის ლიდერმა დეტალურად განიხილა 12 რეკომენდაციის ფარგლებში საქართველოს ევროინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები. მისი თქმით, ამ ეტაპზე 12-ვე პრიორიტეტი პრინციპული დონის თვალსაზრისით შესრულებულია. ქართული ოცნება ევროკომისიისგან დადებით გადაწყვეტილებას მოელის.