საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ბინადარ „ლევანტეს“ შემადგენლობაში დაბრუნდა და გუნდთან 2025 წლამდე გაახანგრძლივა. ქართველმა ფეხბურთელმა დაახლოებით 2 წლის წინ მძიმე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გასულ სეზონში „კასტელონიაში“ იყო განათხოვრებული. გიორგის „ლევანტეში“ დაბრუნდებით ცნობილი ესპანური გამოცემა superdeporte დაინტერესდა და ქართველი ფეხბურთელის შესახებ დაწერა, სადაც მას გასული სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენას უწოდებს:
„23 წლის ქართველი ნახევარმცველი საკვანძო როლს ასრულებდა „კასტელონში“, რომელიც ახლოს იყო ლა ლიგა 2-ში გადასვლასთან. გიორგი ქოჩორაშვილს ახლა იჯარა დაუსრულდა და „ლევანტეს“ დაუბრუნდა. ქართველი ნახევარმცველი, რომელიც პირველ დივიზიონში სეზონის ერთ-ერთ სენსაციად იქცა, ახლა „ლევანტესთან“ ერთად ლა ლიგაში ნახტომისთვის ემზადება.
23 წლის ფეხბურთელი „ლევანტეს“ 2019 წელს შეუერთდა და ლა ლიგაში სადებიუტო მატჩი 2020 წელს ჩაატარა. სამი სეზონის შემდეგ, 2022 წლის ზაფხულში იჯარით გადავიდა „კარილიონში“, რომელშიც მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა – კლუბში, რომელიც ახლოს იყო ლიგა 2-ში დაწინაურებასთან.
„კასტელონში“ ფლეიმეიკერის როლში ჩავიდა, მაგრამ უფრო საყრდენი ნახევარდაცვის პოზიციაზე თამაშობდა, ისევე როგორც ადრეულ ასაკში. ასე რომ, ახლა „ლევანტეს“ მასთან დაკავშირებით რამდენიმე არჩევანი ექნება. გიორგის კლუბში ენდობიან და დარწმუნებულები არიან, რომ ახალ სეზონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება“, – წერს ესპანური გამოცემა superdeporte.
გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი და ერთ-ერთი ლიდერი იყო. კარიერაში ხელი ტრავმამ შეუშალა და „კასტელონში“ ფორმის აღსადგენად გადავიდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, ლა ლიგა 2-ში თამაშით ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობისთვის კვლავ საინტერესო ფიგურა გახდეს.