საქართველოს ნაკრების 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. გიორგიმ „ჰატაისპორის“ რიგებში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა.
თურქეთში მიმდინარე წლის დასაწყისში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს სტიქიური უბედურების ერთ-ერთი ეპიცენტრი ქალაქი ჰატაი იყო, სწორედ მათი წარმომადგენელია ჰატაისპორი. სწორედ ამ ამბის გამო, გასულ სეზონში „ჰატაისპორი“ თურქეთის სუპერლიგას ჩაეხსნა და ადგილი ავტომატურად შეინარჩუნა. სწორედ მათ რიგებში გამოდის საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე, რომელიც გასული სეზონის მეორე ნახევარში იჯარის წესით „კარაგუმრუკში“ თამაშობდა, თუმცა ის „ჰატაისპორტში“ ბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი აბურჯანიას, ბოლოს პორტუგალიურ ჟილ ვისენტესში გამოდიოდა, სადაც ის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო. ჟილ ვისენტეს შემადგენლობაში აბურჯანიამ 63 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. გიორგიმ კარიერა რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო, ამის შემდეგ ის გორის „დილაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, კვიპროსულ „ანორთოსისში“, ესპანურ „ხიმნასტიკში“, „სევილია II-ში“, „ლუგოსში“, ნიდერლანდულ „ტვენტეში“, და პორტუგალიურ „კარტახენასა“ და „ოვიედოში“ გამოდიოდა. აბურჯანიას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები და ის ამჟამად ეროვნული ნაკრების ფეხბურთელია, რომლის შემადგენლობაშიც 38 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.