Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა. მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიამ ეს მოგებისა და პროდუქტის რეალიზაციის ზრდის ხარჯზე შეძლო.
iPhone-ის მწარმოებლის აქციების ფასი გუშინდელ სავაჭრო სესიაზე 1%-ზე მეტით გაძვირდა და 192 აშშ დოლარს მიაღწია. წლის დასაწყისიდან დღემდე, Apple-ის აქციების ფასი თითქმის 55%-ით არის გაზრდილი.
Apple ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც $3-ტრილიონიანი ნიშნულის გადალახვა შეძლო. მან ეს პირველად 2022 წლის იანვარში მოახერხა.