უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყანაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ეხმაურება. მისი თქმით, სუმზე დრონების იერიშის დროს, საცხოვრებელი სახლების გარდა, დარტყმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაზეც იქნა მიტანილი.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში კვლავინდებურად ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ნაკლებობა აღინიშნება, რაც ტერიტორიის დაცვას ასუსტებს.