"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტის მესამე ვეტო დაძლია. საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა და შესაბამისად, არ გაიზიარა. ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლებამ ამ გზით ცენტრალური საარჩევნო კომისია დაიქვემდებარა, რისი მეშვეობითაც ისინი 2024 წლის საპქრლამენტო არჩევნების გაყალბებას შეეცდებიან. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ცვლილებები რომელიც ,,ქართულმა ოცნებამ" მიიღო, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირობას ეწინააღმდეგება. ცვლილებების მიხედვით ცესკოს თავმჯდომარის არჩევა 100 ნაცვლად 76 ხმით გახდება შესაძლებელი.