საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში კერხერმა ქართველი მეღვინეებისთვის გამოფენა მოაწყო დასახელებით: „როდესაც ბიზნესში ჰიგიენა ყველაზე მნიშვნელოვანია“. სტუმრებს "კერხერის" წარმომადგენლებმა 50-მდე პროდუქცია გააცნო, რომელიც მეღვინეობის სფეროში აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მოწვეული სტუმრებისთვის მოწყობილი იყო სივრცეები, სადაც მათ შესაძლებლობა ქონდათ წარმოდგენილ პროდუქციას დეტალურად გაცნობოდნენ და თავად გამოეცადათ თითოეული მათგანი.
„კერხერის“ ორგანიზებით მეღვინეობის სექტორთან შეხვედრა პირველად მოეწყო, თუმცა მსგავსი გამოფენები მეორე წელია სხვადასხვა ბიზნესებთან აქტიურად იმართება, ასეთია ინდუსტრიის და წარმოების ბიზნესი, სტუმარმასპინძლობის ბიზნესი, აგრო ბიზნესი და სხვა.
კერხერი გერმანული ბრენდია, რომელიც თითქმის 100 წელია, რაც მსოფლიო ბაზარზე მოღვაწეობს და ის არის ლიდერი დასუფთავების ტექნოლოგიის წარმოებაში. ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში 2016 წლიდან ფუნქციონირებს და სხვადასხვა ბიზნესს დასუფთავების მაღალი ხარისხის ტექნოლოგიით ამარაგებს.