რუსთავში 5 დღის წინ დაკარგული 14 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი მეგობრებთან ერთად მდინარე მტკვარში შევიდა და დინებამ გაიტაცა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.