კასპში, 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებული ზურაბ კახიშვილი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში მსჯავრდებული მოკლულის მეუღლე, ქეთევან ჩხაიძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. ზურაბ კახიშვილისთვის მისჯილი უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე ქეთევან ჩხაიძისთვის მისჯილი 5 წელი და 6 თვე ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა მსჯავრდებული ზურაბ კახიშვილი, ქეთევან ჩხაიძე კი დისტანციურად ერთვებოდა.