თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ პარლამენტი “თავდაცვის კოდექსის“ განხილვას დაუბრუნდა. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიმდინარეობს. პარლამენტი კოდექსს პუნქტობრივი და მუხლობრივი განხილვის ნაცვლად, თავების მიხედვით განიხილავს. ირაკლი ბერაიას ამ წინადადებას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. მათი თქმით, გადაწყვეტილებით კარგად გამოჩნდა, რომ ,,ქართულ ოცნებას" თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით ოპოზიციის კითხვების ეშინია.