7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესში მიხეილ სააკაშვილმა დისტანციურად მიიღო მონაწილეობა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, მსჯავრდებულმა ყოფილმა პრეზიდენტმა კლინიკიდან მის მომხრეებს და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართა. სააკაშვილის განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად ის მზადაა პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მიიღოს მონაწილეობა. ამ ეტაპზე მისი ერთადერთი მოთხოვნაა - ღია დებატები, სადაც გაირკვევა თუ ვინაა მართალი. პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს მან შალვა პაპუაშვილსაც მიმართა. სააკაშვილის ოჯახის წევრების განმარტებით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა თუ რამდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.