რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, „ვაგნერის“ პროვოკაციას უკრაინაში რუსეთის ჯარების მოქმედებებზე არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია.
შოიგუს განცხადებით, „ვაგნერის“ გეგმები ჩაიშალა პირველ რიგში იმიტომ, რომ შეიარაღებული ძალები ფიცისა და სამხედრო ვალის ერთგულნი დარჩნენ.
„სამხედროებმა თავდადებით გააგრძელეს დაკისრებული მოვალეობების შესრულება“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.