ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა აბიტურიენტების ნაწილმა უკვე დაწერა, ნაწილი კი ჯერ კიდევ გამოცდაზე შესვლის მოლოდინშია. მათი თქმით, საკითხები არც ისე რთულია და ნერვიულობის მიუხედავად წარმატებით ჩაბარებას შეძლებენ.