იუსტიციის სამინისტროსთან "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. მონაწილეთა მთავარი მოთხოვნაა - ევროკავშირის სამედიცინო მისიას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა მიეცეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრთა განმარტებით, უახლოეს მომავში თუ მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ იქნება გადადგმული და კვლავ გააგრძელებენ უკანონო ქმედებებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და პასუხისმგებელი პირები დასანქცირდებიან.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით - "თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს".