"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხვალ ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ პრესკონფერენციას გამართავს. როგორც უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა ის დეტალურად განიხილავს 12 რეკომენდაციის ფარგლებში საქართველოს ევროინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. ოპოზიციის დამოკიდებულება კვლავ სკეპტიკურია, ისინი შესრულებულ პრიორიტეტად მხოლოდ სამ პუნქტს ასახელებენ და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.