საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც დეპუტატები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ. დღეს დილით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მმართველმა პარტიამ უკვე დაძლია პრეზიდენტის ვეტო ახლა კი ისინი პლენარულ სხოდმაზე აპირებენ აღნიშნული ვეტოს დაძლევას.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილებები, რომელიც მმართველმა პარტიამ ცესკოსთან დაკავშირებით მიიღო, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას ეწინაარმდეგება. თავისმხრივ, ხელისუფლების წევრებინ კი საწინაარმდეგოს ამტკიცებენ და ამბობენ, რომ ცესკოში ხელოვნური ბარიერების შექმნას არ დაუშვებენ.