ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $3 ტრილიონს გადააჭარბა. მსოფლიოს უმსხვილესმა კომპანიამ ეს ყოველივე კი, მოგებისა და პროდუქტის რეალიზაციის ზრდის ხარჯზე შეძლო. წლის დასაწყისიდან დღემდე, Apple-ის აქციების ფასი თითქმის 55%-ით არის გაზრდილი. ა
ღსანიშნავია, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც $3-ტრილიონიანი ნიშნულის გადალახვა შეძლო.
Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 500 მილიარდი აშშ დოლარით აჭარბებს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების სიაში მეორე ადგილზე მყოფი Microsoft-ის საბაზრო კაპიტალიზაციას.