ელექტრომობილების მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადმა ბრენდმა, Tesla-მ, 2023 წლის მეორე კვარტალში რეკორდული, 466,140 სედანისა და კროსოვერის ტიპის მანქანის მიწოდება შეძლო, რაშიც კომპანიის განცხადებით, ფასების მკვეთრი შემცირება დაეხმარა. Tesla-ს მიერ ნაჩვენებმა შედეგებმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. ავტომწარმოებლის გაყიდვების მაჩვენებელიმეორე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 83%-ით გაიზარდა. ამის პარალელურად, ოსტინში, სადაც კომპანიის ავტოამწყობი ოთხი ქარხანა მდებარეობს, წინა წელთან შედარებით წარმოება 86%-ით გაიზარდა. Tesla-ს განცხადებით, გასული კვარტალის ფინანსურ შედეგებს 19 ივლისს გამოაქვეყნებს, რასაც ანალიტიკოსებთან და გამომგონებლებთან კონფერენცია მოჰყვება.