საქართველოში ქორწინების ოქროს ბეჭედი გაიაფდა. საქსტატის ივნისის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი თითქმის 6 %-ით არის გაიაფებული. ამასტან, გეტყვით, რომ წელს, პირველ 5 თვეში ქვეყნიდან 38.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ერთ ტონაზე მეტი ოქრო გავიდა ექსპორტზე. წელს ოქრო მხოლოდ სამ ქვეყანაში გავიდა, ესენია: შვეიცარია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და თურქეთი. აღსანიშნია, რომ საქართველოსგან განსხვავებით, საერთაშორისო ბირჟებზე ოქრო ძვირდება