ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.1 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.2 პროცენტით. ასევე ბოსტნეული და ბაღჩეული, ზეთი და ცხიმი, პური და პურპროდუქტები. რძე, ყველი და კვერცხი. ხორცი და ხორცის პროდუქტები. ანუ, ივნისში ყველაზე მეტად ბოსტნეული, ბაღჩეული და ზეთი გაიაფდა. თუმცა, ფასები გაიზარდა თევზეულზე (3.3 პროცენტი); რაც შეეხება ტრანსპორტის ჯგუფს, ფასების 1.5 პროცენტიანი გაზრდა დაფიქსირდა.