მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სარფში“ ნარკოტიკის შემოტანას უცხო ქვეყნის მოქალაქე ცდილობდა. ნარკოტიკული საშუალება მისი სხეულის რენტგენო სკანერით დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.