ხარაგაულში, სოფელ მარელისში ცენტრალურ სარკინიგზო ლიანდაგზე ჩამოშლილი მიწის მასის ქვეშ, კაცის ცხედარი იპოვეს. მაშველები მას ბოლო ორი დღე ეძებდნენ. სამუშაოების დროს ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, დრონით აღჭურვილი კოორდინაციის სპეციალისტები, კინოლოგი- მაშველი ძაღლით და კრიმინალური პოლიცია.