სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს, ოლგა ალგაიეროვას შეხვდა. შეხვედრაზე გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. გარდა ამისა, საუბარი ქვეყნის მასშტაბით ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით არსებულ აქტივობებსაც შეეხო. მხარეებმა ასევე წყლის კონვენციაზე ისაუბრეს.