პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მმართველი პარტია საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს პრეზოდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, რასაც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკა მოჰყვა. თავისმხრივ ქართული ოცნების წარმომადგენლები პრეზიდენტის ვეტოს დადების დღიდან აცხადებენ რომ აღნიშნულ ვეტოს აუცილებლად დაძლევენ.