პარიზის გარეუბანში პოლიციელის მიერ მოკლული 17 წლის ბიჭის ბებია საპროტესტო აქციების მონაწილეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
”ნუ გაანადგურებთ სკოლებს, ნუ გაანადგურებთ ავტობუსებს“, - განაცხადა ნაჰელ მერზუკის ბებიამ.
შეგახსენებთ, საფრანგეთში საპროტესტო აქციები გასულ კვირას მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა 17 წლის ახალგაზრდა, ნაჰელ მერზუკი საგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერა და ცეცხლასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა. ლოზუნგით - „სამართალი ნაჰელისთვის“ დაწყებული საპროტესტო მსვლელობები არეულობასა და ძალადობაში გადაიზარდა. დემონსტრანტების ნაწილი ანადგურებს მაღაზიებსა და სხვა შენობებს, ავტომობილებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტს. გუშინ, პარიზის ერთ-ერთი გარეუბნის მერმა,ვინსენტ ჟანბრუნმა განაცხადა, რომ მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს მის სახლს, სადაც მეულღესა და ორ შვილს ეძინათ. მერის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მისი მეუღლე და ერთი შვილი დაშავდნენ.
ხელისუფლებამ, სიტუაციის დასასტაბილურებლად, ქვეყნის მასშტაბით 45 000-ზე მეტი პოლიციელი და ჟანდარმი განალაგა. შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერალდ დარმანინის განცხადებით, დაკავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბევრი არასრულწლოვანი.