ოკუპანტი ქვეყანა უკრაინაზე თავდასხმებს აგრძელებს. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსულმა ძალებმა თავდასხმისთვის შაჰედის ტიპის დრონებიც გამოიყენეს.
ამავე ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა 57 საჰაერო, ზალპური სისტემებიდან კი 60-მდე შეტევა განახორციელეს. მათვე 12 საკრუიზო, საზენიტო რაკეტა და 8 უპილოტო საფრენი აპარატიც გამოიყენეს.
გენშტაბის ცნობითვე დიდია მტრის სანაკარგებიც, უკრაინული თავდაცვფა მტრის ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.