საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა. პრეზიდენტის რეზიდენციაში მაღალი დონის უცხოელი სტუმრებისათვის სოლიკო ვირსალაძის კოსტუმების და ქართველი დიზაინერების, ასევე მხატვარ მარინა ნაცვლიშვილის ნამუშევრების ექსპოზიცია მოეწყო.