დღეს მმართველი პარტია პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე პრეზიდენტის დადებულ ვეტოს დაძლევს. მანამდე კი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განიხილავენ. „ქართული ოცნების“ კანონპროექტს ოპოზიციის ნაწილი მხარს არ უჭერს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ევროინტეგრაციის პროცესზე უარყოფითად აისახება. "ქართულ ოცნებაში"კი განმარტავენ, რომ პრეზიდენტის მიერ გაგზავნილი მოტივირებული შენიშვნები უსაფუძვლოა და ოპოზიციის ნარატივს იმეორებს. სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას 76 დეპუტატის ხმა სჭირდება.