ეროვნული გამოცდები დაიწყო. ამ წუთებში, ქვეყნის მასშტაბით 24 ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია უკვე დასრულდა და გამოცდები ოფიციალურად დაიწყო. ცენტრები საქართველოს 12 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, მათ შორის თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ფოთში. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად საგამოცდო ცენტრი ამბროლაურშიც გაიხსნა. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტარდება.