ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა . დღესასწაული ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით, ეროვნული ტრადიციების მიხედვით გაიმართა. ღონისძიებას ელჩის რანგში ბოლოჯერ დაესწრო კელი დეგნანი. მან აშშ-ს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ღონისძიებაში ჩართულ ყველა ოფიციალურ თუ სამოქალაქო პირს მადლობა გადაუხადა. კელი დეგნანის განმარტებით, ეს თარიღი გვახსენებს, რომ დემოკრატია ხალხის მმართველობაა, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, კანონის უზენაესობის პატივისცემასა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს ეფუძნება.