საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხდა და 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა და ნახევარფინალის საგზურის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. მატჩის დასკვნით ეტაპზე თერთმეტმეტრიანები უკეთ ისრაელის ახალგაზრდულმა ნაკრებმა შეასრულა და საქართველო 4-3 დაამარცხა. შეხვედრას ჩემპიონატისთვის რეკორდული, 44 338 მაყურებელი ესწრებოდა.