თბილისში დაანონსებულ „LGBT კვირეულს“საქართველოს საპატრიარქო სპეციალური განცხადებით ეხმაურება. გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ „ლგბტ კვირეულს" საზოგადოებაზე უარყოფითიო გავლენა აქვს, ამიტომ ამ საკითხის კანონმდებლობის გზით დარეგულირებაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს. საპატრიარქოს განცახდებით, ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, მით უფრო, იმ ქვეყანაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქრისტიანული ფესვები აქვს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროპაგანდის ნებისმიერი სახით გამოვლინება მოზარდების ცნობიერებაზე ძალადობაა.