პრეზიდენტისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებისა და ტელეწამყვანების კითხვებს ერთ საათზე მეტხანს პასუხობდა. კითხვების დიდი ნაწილი, ნიკა გვარამიას შეწყალებას, ქვეყნის ევროინტეგრაციასა და ქართულ ოცნებასთან ურთიერთობებს შეეხებოდა. კითხვას- შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს? სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ექს პრეზიდენტმა სასჯელი უნდა მოიხადოს, რათა დაუსჯელობის სინდრომი არ გაჩნდეს. ზურაბიშვილმა რამდენჯერმე განმარტა, რომ გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მიიღო. ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანის ხელისუფლება, რომელსაც ევროკავშირში წევრობა სურს არ შეიძლება დასავლელ პარტნიორებს ლანძღავდეს. პრეზიდენტი ბოლო პერიოდში განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ყველანაირ ძალადობას ემიჯნება. სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დასრულება