ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს იუსტიციის სამინისტროსთან აქციას გამართავს. როგორც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე აცხადებს, მათი მოთხოვნაა, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის დემარშის პირობები შეასრულოს, რომელიც იუსტიციის მინისტრს მიმდინარე წლის 27 თებერვალს გადაეცა. აქცია 3 ივლისს 12:00 საათზე გაიმართება.