კასპში, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერსა და მხარდამჭერებზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე, შსს-ს ჯერ ამ დრომდე არავინ დაუკავებია. როგორც ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, ლევან ხაბეიშვილის ღონისძიების ჩასაშლელად მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები, შიდა ქართლის მასშტაბით იყვნენ მობილიზებულები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მტკიცებით, ხელისუფლება ოპონენტებს ძალადობროვი მეთოდებით ებრძვის, რაც სისუსტისა და პოლიტიკური სიმხდალის გამოვლინებაა.