პარლამენტში პრემიერმინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლისა და კითხვებზე პასუხების პარალელურად, დარბაზში ოპოზიციის უკმაყოფილო შეძახილები ისმოდა. სესიაზე რამდენჯერმე კონფლიქტური სიტუაციაც შეიქმნა. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი "მოქალაქეების" დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის გამოსვლას მოჰყვა. უმრავლესობის დეპუტატების გაღიზიანება ზურა გირჩი ჯაფარიძის შესახებ ელისაშვილის განცხადებამ გამოიწვია.