საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა გურულმა (63.5 კგ.) პოლონეთში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ფინალში გასვლა მოახერხა და მინიმუმ ვერცხლის მედალი გარანტირებული აქვს.
დღეს, გურულმა ნახევარფინალური ორთაბრძოლა ჩაატარა და უნგრელ რიხარდ კოვაჩს დამაჯერებლად – 5:0 სძლია.
შეგახსენებთ, რომ ლაშამ საწყის რაუნდში ესპანელ ადრიან ტიამ კრეუსს 3:2 მოუგო, შემდეგ სლოვაკ ვილიამ ტანკოს 5:0 აჯობა, მეოთხედფინალში კი ამავე ანგარიშით ბულგარელი რადოსლავ როსენოვი დაამარცხა.
უკვე ცნობილია, რომ ფინალში ქართველი მოკრივის მეტოქე ფრანგი სოფიან ოუმია იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ირლანდიელ დინ კლენსის ასევე 5:0 სძლია. გადამწყვეტი შეხვედრა დღეს, 1 ივლისს არის დაგეგმილი.