უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ომის დაწყებიდან 1 ივლისამდე უკრაინულმა ძალებმა 228 870 რუსი სამხედრო მოკლეს, მათ შორის 530 ჯარისკაცი მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში. გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში უკრაინის სარაკეტო ძალების და არტილერიის ქვედანაყოფებმა რუსული ჯარის ცოცხალი ძალის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის კონცენტრირების ექვსი რაიონი, საბრძოლო მასალის 3 საწყობი და 24 საარტილერიო საშუალება გაანადგურეს. გასულ ღამეს განსაკუთრებით მძიმე ავიაიერიშები ხერსონის მიმართულებით იყო, სადაც რუსმა ოკუპანტებმა საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 წლის ბავშვი.