პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს 11:00 საათიდან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„რიგგარეშე სესიაზე განსახილველი სავარაუდო საკითხებია:
„საქართველოს საარჩევნო კოდექსზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილების პროექტი მე-3 მოსმენით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" კანონში ცვლილება მე-3 მოსმენით, „თავდაცვის კოდექსი" მე-2 მოსმენით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.