საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ძალადობის შესაჩერებლად გასატარებელი ზომები გამოაცხადა. მიღებული ზომების შესახებ პრეზიდენტმა მთავრობის საგანგებო სხდომის შემდეგ ისაუბრა, რომელზეც პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ მოზარდის მკვლელობის შემდეგ ქვეყანაში დაწყებული არეულობა განიხილებოდა. მაკრონის თქმით, ქუჩებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უფრო მეტი პოლიციელი განთავსდება. მან მშობლებს მოუწოდა, შვილები არეულობებს მოარიდონ და სახლებიდან არ გაუშვან. პრეზიდენტის თქმით, ძალადობის გაღვივებაში წვლილი სოციალურ ქსელს მიუძღვის და განმარტა, რომ ხელისუფლება სენსიტიური კონტენტის წაშლას მოითხოვს.