უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის მოკვლის ბრძანება მიიღო. ბუდანოვის თქმით, დრო აჩვენებს წარმატებული იქნება თუ არა პრიგოჟინის მკვლელობის მცდელობები, თუმცა მისივე თქმით, მკვლელობის ყველა პოტენციური მცდელობა სწრაფი არ იქნება. ბუდანოვმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს გარკვეული დრო დასჭირდება იმისთვის, რომ შესაბამისი მიდგომები შეიმუშაოს და ფართომასშტაბიანი ოპერაციის განხორციელებისათვის მზაობის ეტაპამდე მივიდეს.