სიბინძურეს აკეთებთ, ბინძური ადამიანი ხართ, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანა ნაცვლიშვილს სხდომათა დარბაზში.
ღარიბაშვილის გაღიზიანება მოჰყვა ნაცვლიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ პენსილვანიის უნივერსიტეტი, სადაც ღარიბაშვილის შვილი სწავლობს, ლგბტ თემს მხარს უჭერს.
პრემიერ-მინისტრისგან საპასუხოდ ისმოდა რეპლიკა "ავადმყოფიც".
ნაცვლიშვილის განცხადებამ ხმაური გამოიწვია დარბაზშიც და უმრავლესობის წევრების მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა.